მოემზადე სკოლისთვის მხოლოდ 3 საათში – რას შეიძენ 40% ფასდაკლებით ახალი სასწავლო წლისთვის ველიზე

ზაფხულის დასრულებასთან ერთად ყველა თავის ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება: სახლს, სამსახურს, სწავლას, ვარჯიშსა თუ თავის მოვლის რუტინას. თუმცა, თითოეული ადამიანისთვის საკმაოდ რთულია დროის განაწილება ყველა არსებული საკითხისთვის, როდესაც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება.
ველი ასეთ დროსაც შეუცვლელი დამხმარეა, რომელსაც შეუძლია ფორს მაჟორული სიტუაციებიდან მარტივად გაპოვნინოს გამოსავალი. შეგიქმნას კომფორტი და იყოს სასარგებლო ნებისმიერ სიტუაციაში.
ახალი კამპანიით მომხმარებლებს ველი ამ ახალ ეტაპზე გადასვლას ყველაზე მოულოდნელი შეთავაზებებითა და სრულყოფილი სერვისით უმსუბუქებს. ახალი შეთავაზებები დაბრუნების სეზონის კატეგორიაში ყოველდღიურად ემატება, ამიტომ შეამოწმე ყოველდღე და არ გამოტოვო შენთვის სასურველი ფასდაკლების აღმოჩენა.
VELI.store გაძლევს საშუალებას შეიძინო წამყვანი ბრენდების პროდუქცია და დაზოგო დრო. ხოლო, შერჩეულ ნივთებს ველი ადგილზე უფასო მიწოდების სერვისით მოგიტანს დროის შენთვის სასურველ მონაკვეთში.
სკოლაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ველი 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურ სასკოლო ნივთების სრულ ასორტიმენტზე 40%-იან ფასდაკლებას გთავაზობს. აღმოაჩინე საუკეთესო ნივთები მოსწავლეებისთვის Back to School-ის კატეგორიაში.
MIQUELRIUS – Twinkle ზურგჩანთა
ზურგჩანთის შერჩევისას, მნიშვნელოვანია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გავითვალისწინო: ზომა, ერგონომიულობა, მასალის ხარისხი და რა თქმა უნდა, დიზაინი, რომელიც ბავშვის გემოვნებას დააკმაყოფილებს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეგიძლია მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება და აირჩიო ზურგჩანთა, რომელიც არამხოლოდ პრაქტიკული იქნება, არამედ ბავშვს სკოლაში სიარულს გაუხალისებს.
MIQUELRIUS ესპანური ბრენდია, რომელიც 1989 წელს დაარსდა. ხუთი თაობის ინოვაციური სულისკვეთებით ის გახდა მოწინავე ბრენდი სასკოლო პროდუქციის წარმოებაში. კომპანია ქმნის ბლოკნოტებს, წიგნაკებს ჩანახატებისათვის, ორგანაიზერებს, სხვა საკანცელარიო ნივთებს და საუკეთესო ხარისხის ზურგჩანთებს მოსწავლეებისთვის. ინოვაციური, ესთეტიკური დიზაინით გამორჩეული პროდუქცია ფუნქციურთან ერთად დეკორატიულ დატვირთვასაც ითავსებს.
ბრენდის ზურგჩანთებიდან ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება MIQUELRIUS, Twinkle, ზურგჩანთა. ის ერთი ძირითადი განყოფილებით, წინა ჯიბითა და ორი გვერდითი ჯიბით, რომელიც განკუთვნილია ბოთლების, ხელსახოცებისა და სხვა ნივთებისთვის განსათავსებლად.
ზურგჩანთას ბალიშიანი საზურგე და რეგულირებადი სახელურები აქვს, ასევე პატარა საკიდი. ის სახალისო დიზაინით გამოირჩევა და მოსახერხებელია ყოველდღიურად გამოყენებისთვის. დამზადებულია გადამუშავებული მასალისგან და არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რაც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის გარემოზე ზრუნვას.

ასევე დაგაინტერესებთ