ზელენსკი რამშტაინში: “დასავლეთმა რუსეთის წითელი ხაზები” უნდა უგულებელყოს

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც 6 სექტემბერს გერმანიაში, -ის სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე გამოვიდა, შორი მოქმედების რაკეტები მოითხოვა დასავლელი კოლეგებისგან, რათა შეძლოს თავდასხმა ს ტერიტორიის სიღრმეში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეებმა პუტინის “წითელი ხაზები” უნდა უგულებელყონ და კიევს ამგვარი იერიშების ნებართვა მისცემ.
ზელენსკის აზრით, მხოლოდ ასე შეძლებს მშვიდობაზე მოსკოვის დაყოლიებას.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება დამატებითი F16-ები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის არმიას.
ეს ზელენსკის პირველი უშუალო მონაწილეობაა რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, რომელშიც არაერთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედროები მონაწილეობენ.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა შეხვედრის წინ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, უკრაინისთვის დამატებით გამოყოფს 250 მილიონ დოლარს. ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ კიევს 192 მილიონი ევროს ღირებულების 650 რაკეტას მიაწოდებს საჰაერო თავდაცვისთვის. სამხედრო სფეროში უკრაინას დახმარება აღუთქვა ასევე გერმანიამ, რომელიც აშშ-ის მერე უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია რუსეთთან ომში.
6 სექტემბრისთვის მაინის ფრანკფურტში დაგეგმილი იყო ზელენსკის შეხვედრა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.