შემოსავლების სამსახურს მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის დელეგაცია ესტუმრა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვიორელ დოაგას და დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის, გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ,,ტრანზიტის საერთო პროცედურების“ (CTC) კონვენციის დებულებებისა და ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ (NCTS) საქართველოში დანერგვის პროექტის მიმდინარეობისას, მიღებული გამოცდილების გაზიარება მოლდოველი კოლეგებისთვის.
„საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი NCTS-ის პროექტის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებისა და პრაქტიკული ასპექტების, ასევე სატრანზიტო სისტემის ავტორიზაციების/გარანტიებისა და რისკების მართვის მოდულების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა – ,,სგპ. ,,სარფის“ და ,,წითელი ხიდის“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც საბაჟო საზღვრის კვეთის პროცესს დაესწრნენ. ამასთან, სტუმრები თბილისის, სა და ს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის გაფორმების პროცედურებს გაეცნენ. მოლდოველი კოლეგები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრსაც ესტუმრნენ და სხვადასხვა დისტანციური მომსახურების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია მოისმინეს.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.