„აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს

„აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის “აზოვის” ჯარისკაცებმა ტორეცკის მიმართულებით ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ დააბრუნეს და უკრაინელი სამხედროები რუსული ალყიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას „აზოვი“ „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
„ბრიგადის მებრძოლების მაღალი საბრძოლო სულისკვეთების, გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, “აზოვმა” მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია, ნიუ-იორკის ნაწილის კონტროლის ქვეშ დაბრუნება და მტრის მიერ ალყაში მოქცეული თავდაცვის ძალების გათავისუფლება“, – აცხადებენ ბრიგადაში.
ამასთან, მათი ინფორმაციით, დასახლება ნიუ-იორკში ვითარება კვლავ დაძაბულია და დღის განმავლობაში რუსები ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში15-მდე შეტევას ახორციელებენ.
„მტერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მან მთლიანად აქვს ოკუპირებული ნიუ-იორკი, თუმცა ეს არის ოკუპანტების მორიგი მანიპულირება. თავდაცვის ძალები დასახლების ნაწილს აკონტროლებს და ყველაფერს აკეთებს უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ