ქართველმა მსახიობებმა ვენეციის კინოფესტივალზე ოვაციები დაიმსახურეს (ვიდეო)

ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. „აპრილის“ ჩვენების წინ, ფესტივალის წითელ ხალიჩაზე დეა კულუმბეგაშვილთან ერთად, პრესის წინაშე წარდგნენ კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე.

ფილმი სიუჟეტი ნინას ირგვლივ ვითარდება, რომელიც საქართველოს პროვინციულ ქალაქში მდებარე ერთადერთი საავადმყოფოს ექიმ-გინეკოლოგია. ერთხელაც მისი მორიგეობისას ახალშობილი იღუპება.

ახლახან ფილმს არაერთი გავლენიანი გამოცემა ვრცელი რეცენზიებით გამოეხმაურა. კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კულუმბეგაშვილი კარგად აჩვენებს მაყურებელს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი. ის აბორტთან დაკავშირებულ სტიგმებს და პრობლემებსაც ეხება.

გამოცემა IndieWire წერს, რომ დეა კულუმბეგაშვილი ახალი ფილმით გვაჩვენებს თავის ოსტატობას – იყოს მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, მაყურებელში მძაფრი ემოციები აღძრას.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ