საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა ნომინირებული.
მასთან ერთად ამ ჯილდოსთვის დენის მანი (პარმა), მატეო რეტეგი (ატალანტა), საულ კოკო (ტორინო), მარკუს ტურამი (ინტერი) და დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) იბრძვიან.
ჩემპიონატის დაწყებიდან 3 ტურში ქართველის ანგარიშზე 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ის მე-2 ტურში “ბოლონიასთან” დაპირისპირებაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ლინკზე შეგეძლებათ.
ნეტავ თქვენ რაა!! არ მოგბეზრდათ ამ უაზრო MVP-ებზე წერაა და თუ მაინც და მაინც იმ გამოცემის სახელი მაინც მიუთითეთ სათაურში ვინც ვითომ ასეთ გამოკითხვას ატარებს. მაინტერესებს დღემდე ვის სმენია საქართველოში ამ საიტის შესახებ,რომლოს ლინკიც გაქვთ მონიშნული, არ მესმის ვის ვატყუებთ ამით ან კვარას რა ემატება ასეთი კვაზი ნომინაციით აგერ უკვე მესამე სეზონს თამაშობს სერიაში და ისევ იქ არის სადაც იყო,როგორც წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით ისე ფინანსურად, ოღონდ ეგ არის მისი თამაში სრულიად გაშიფრული და შესწავლილი აქვთ მეტოქეებს-სჭორედაც ამიტომ თქვა კონტე-კვარას თამაში არაპროგნოზირებადი და კრიატიული უნდა გახდესოო- თუ არადა დარჩება ისევ როგორც არის-პერიოდულად გაუვარდება და სულ ეს არის……