პუტინი: რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარების შეჭრას გავლენა არ მოუხდენია „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ ს ტერიტორიაზე უკრაინის ჯარების შეჭრას გავლენა არ მოუხდენია მოსკოვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ (კრემლი ასე უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს).
რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთ ევრაზიის ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ კურსკის ოლქში ჯარების გაგზავნით მ დაასუსტა თავისი ძალები დონბასის ოლქში, სადაც რუსეთის ჯარებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს უკანასკნელ დღეებში.
„მტრის მიზანი იყო, გვენერვიულა, დავბნეულიყავით, ჯარები გადაგვესროლა ერთი ადგილიდან მეორეზე და შეგვეჩერებინა იერიში საკვანძო მიმართულებებზე, პირველ რიგში დონბასში,“ თქვა პუტინმა. „შეძლო მტერმა ეს? ვერა, მან ვერაფერი ვერ შეძლო“.
ირწმუნება, რომ კურსკის ოლქში იერიშის დაწყების შედეგად კონტროლი დააწესა რუსეთის 1200 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე. ეს რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების პირველი შეჭრაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.