ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ხანძრის მერე ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის კოშკის დემონტაჟია საჭირო

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ როსი, რომელმაც ში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მოინახულა 4 სექტემბერს, თვლის, რომ საჭიროა გამაცივებელი კოშკის დემონტაჟი, რომელიც ძლიერად დაზიანდა გასულ თვეში ხანძრის გამო.
როსიმ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე, ს კონტროლის ქვეშ მყოფი ატომური ელექტროსადგურის მონახულებისას 4 სექტემბერს.
„დღემდე ვერ მივაღწიეთ იმ პუნქტს, მაღლა კოშკზე, რათა უკეთ შევძლოთ დაზიანების დონის შეფასება“ – აცხადებს როსი, ვიდეო ჩანაწერში, რომელიც მან X-ით გაავრცელა.
„არ შეიძლება ამ დიდი ნაგებობის მომავალში გამოყენება, ამიტომ, ალბათ რაღაც მომენტში მოხდება მისი დემონტაჟი““ თქვა როსიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე