ისრაელის ბანკი ჰამასთან ომის ეკონომიკური ხარჯს $53 მლრდ-ად აფასებს – Bloomberg

ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა ჰამასზე ომის ეკონომიკური გავლენის დეტალური შეფასება წარმოადგინა და ის 53 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ბანკის კვლევითი განყოფილების განახლებული პროგნოზით კონფლიქტის ხარჯი ისრაელზე 198 მილიარდი შეკელია (53 მილიარდი დოლარი), აქედან თავდაცვაზე მთლიანი თანხის ნახევარზე მეტი მოდის.
მანამდე Leader Capital Markets-მა, 2023-24 წლებში, ომის ფისკალური ღირებულება 180 მილიარდ შეკილად შეაფასა (დაახლოებით $49 მლრდ), ხოლო სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს ომი ეკონომიკას დღეში დაახლოებით 270 მილიონი დოლარი უჯდებოდა.
ს ბანკის კვლევითმა ჯგუფმა ასევე შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ახლა ელოდება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 2%-ით წელს და მომავალ წელს – წინასწარი შეფასებით 2.3%-დან და 2.8%-ით 2024 წელს.
წლის ბოლომდე ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3,7%-ს, ხოლო 2024 წლის ბოლომდე 5%-ს შეადგენს. 2024 წლის ბოლოს ინფლაცია 2.4% იქნება. მთლიანი თავდაცვის ხარჯები 2023-2025 წლებში მოსალოდნელია 107 მილიარდი შეკელია (28,84 მილიარდი დოლარი).
მანამდე Bloomberg-ის ისრაელის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ ისრაელის სამხედრო ქმედებები ჰამასის წინააღმდეგ ყოველდღიურად 260 მილიონი დოლარი ჯდება. სააგენტოს ცნობით, კონფლიქტმა უკვე გამოიწვია ეკონომიკური ზარალი, რომელიც თითქმის 8 მილიარდი დოლარია.