ტოკიოს „გრანდ სლემზე“ ქართველმა ძიუდოისტებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

გუშინ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძიუდოში 2023 წლის ბოლო „გრანდ სლემი“ დაიწყო. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები შვიდი ძიუდოისტით გამოვიდა, ხოლო ფინალურ ბლოკში სამი მათგანი მოხვდა.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) ოქროს მედლისთვის იაპონელ სანშირო მურაოსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ტერაშვილმა (73 კგ). ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კორეელ უნკიულ ლის იპონით სძლია. ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანსაც (57 კგ), მაგრამ იგი ტაივანელ ძიუდოისტთან დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო – ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ – პატრონი