რუსეთის ჯარები უგლედარისკენ მიიწევენ, აიღეს სოფელი პრეჩისტოვკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაცხადა რუსული ჯარების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის სოფლების, პრეჩისტოვკისა და კარლოვკის დაკავების შესახებ.
ამ სოფლების ოკუპაციას ადასტურებენ უკრაინული წყაროებიც, კერძოდ პროექტი DeepState.
კარლოვკა მდებარეობს დონეცკის დასავლეთით, ქალაქ პოკროვსკისკენ მიმავალ გზატკეცილზე. სოფლისთვის ბრძოლა რამდენიმე თვე გრძელდებოდა. უკრაინის ჯარებმა ის დატოვეს და უკან დაიხიეს ს ჯარების ჩრდილო-დასავლეთისკენ წინსვლისა და ალყაში მოქცევის საფრთხის გამო. ორივე მხარის ცნობით, ახლა ბრძოლები მიმდინარეობს კარლოვკის დასავლეთით, ქალაქების სელიდოვოსა და უკრაინსკის მისადგომებზე.
პრეჩისტოვკა მდებარეობს ფრონტის სხვა მონაკვეთზე, უკრაინის თავდაცვის მსხვილი ცენტრის, უგლედარის დასავლეთით. ბოლო თვეების განმავლობაში აქ ფრონტი სტაბილურია. პრეჩისტოვკაზე რუსეთის ჯარების თავდასხმის შესახებ ცნობები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სამშაბათს საღამოს DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედროებმა სოფელი დაიკავეს და ასევე დაწინაურდნენ უგლედარის აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ვოდიანოეს მიდამოში.
უკრაინელ სამხედროებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ პრეჩისტოვკის დაკარგვის შესახებ.
ISW-ს ანალიტიკოსები და რიგი უკრაინული წყაროები და მედია ბოლო კვირებში წერენ რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი წინსვლის შესახებ ქალაქ პოკროვსკისკენ, დონეცკის რეგიონის დასავლეთით მდებარე მთავარი სატრანსპორტო კვანძისკენ. ბოლო დღეებში უგლედარზე თავდასხმის მცდელობებიც დაფიქსირდა. უკრაინის სარდლობა აღიარებს, რომ ამ რაიონებში დაძაბული ვითარება შეიქმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას