უკრაინის პარლამენტმა დმიტრო კულებას გათავისუფლების საკითხის განხილვა გადადო

უკრაინის უმაღლესმა რადამ ს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის წევრი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
„კულებას შემთხვევაში რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა. საკითხის განხილვა შეჩერდა და შესვენება გამოცხადდა“, – თქვა მან.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით კულება ჯერ ისევ რჩება საგარეო საქმეთა მინისტრად. კულებამ უუკრაინის უმაღლეს რადას განცხადებით გადადგომის შესახებ 4 სექტემბერს მიმართა.
კულებას საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რუსლან სტრელეცი და იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა.
თანამდებობის დატოვება სურდა უკრაინის ვიცე-პრემიერს და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრს ირინა ვერეშჩუკს, თუმცა უმაღლესმა რადამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ