კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ მოგიწევთ შეგუება ერთ მარტივ ჭეშმარიტებასთან – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი

კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ მოგიწევთ შეგუება ერთ მარტივ ჭეშმარიტებასთან – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი
“ხალხის ძალის” წევრი, , ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას”.
ქადაგიძის განცხადებით, კურსი რომელსაც ხელისუფლება ატარებს, ევროკავშირის შეშფოთების მიუხედავად, აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით, 26 ოქტომბრის შემდეგ მათ შეგუება მოუწევთ იმ ფაქტთან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყარო კი ქართველი ხალხია.
“ბატონო პიტერ! საქართველოს ხელისუფლებამ გადახედა, აწონ-დაწონა, საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება! ახლა გინდა შეშფოთდით და გინდა გადაირიეთ, კურსი რომელსაც ხელისუფლება ატარებს აღარ შეიცვლება და განსაკუთრებით, 26 ოქტომბრის შემდეგ მოგიწევთ შეგუება, ერთ მარტივ ჭეშმარიტებასთან – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ყოველთვის ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს. თქვენ, ჯობია საკუთარი ლეგიტიმაციის საკითხები მოაგვაროთ და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას შეეშვათ!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს