„რთულად წარმომიდგენია, მაგალითად, ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ და ამით სცადონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა” –

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება:
“ზოგადად, ოპოზიციას რომ მღელვარება და “ტემპერატურის აწევა” უნდოდეს წინასაარჩევნოდ, ამაში დაუშვებელი არაფერია და გამორიცხულიც არაფერი არ არის, მაგრამ ის, რომ ისინი დააორგანიზებენ ერთმანეთის ცემა-ტყეპას ისე, რომ ხელისუფლება ვერ გახსნის ამ დანაშაულს, “ტემპერატურა აიწევა” და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება, მაგის არ მჯერა, რა თქმა უნდა. რთულად წარმომიდგენია, მაგალითად, ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ, ან ერთმანეთის ცემა შეუკვეთონ და ამით სცადონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. უფრო მგონია, რომ შეიძლება, ხელისუფლება აპირებდეს ამას და შემდეგ დანარჩენებისთვის დაბრალებას“

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?