პრემიერი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული რეპუტაცია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული საკუთარი რეპუტაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საარჩევნოდ საქართველოში ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.
„თქვენ გახსოვთ, რა მოხდა წინა საპარლამენტო ს შემდეგ, როდესაც გაყალბდა „პივიტი“, მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, როდესაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თითქოს -მ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ა.შ. ასევე გახსოვთ, საერთო ყალბი შეფასება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ადგილობრივმა ე.წ. დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. ძალიან სერიოზულად შელახულია ადგილობრივი დამკვირვებლების იმიჯი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში.
ჩვენ, ჯერ კიდევ, თებერვალში, თუ მარტში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის მისია და ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა საქართველოში, ისინი დააკვირდებიან არჩევებს, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი იქნება რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მისიის ჩამოსვლა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ღია, პირიქით, რაც მეტი, მით უკეთესი, ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. აქცენტი გაკეთდება არსებითად საერთაშორისო, უცხოელ დამკვირვებლებზე“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება