ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

რუსთავის მერი , ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსთავში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, ქალაქის მერმა მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა. ნინო ლაცაბიძემ, მელინე არაკელიანს, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, პროექტები და ქალაქის განვითარების ახალი ხედვა გააცნო.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, ვისაუბრეთ ქალაქის განვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ელჩს გავაცანით რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური რეფორმები, რომელიც დღეს ქალაქში მერიის გუნდის მიერ ხორციელდება”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მათივე ინფორმაციით, რუსთავის მერმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, ქალაქში დაგეგმილი ეკოპროექტებიც გააცნო. ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა ჭალის ტყის განვითარების გეგმაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნინო ლაცაბიძემ მელინე არაკელიანს, რუსთავის ახალი მედიათეკა დაათვალიერებინა, რომელიც ბიბლიოთეკების რეფორმის შედეგად შეიქმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)