გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოებას გეგმავს

გერმანული კომპანია Rheinmetall-ი 2024 წელს ში ჯავშანტექნიკის წარმოებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი მომავალი წლის დასაწყისიდან გეგმავს, რომ უკრაინაში Fuchs-ისა და Lynx-ის ჯავშანტექნიკის წარმოება დაიწყოს.
„კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჩვენ გვსურს, რომ პირველი Fuchs-ი 6-7 თვეში, ხოლო პირველი Lynx-ი 12-13 თვეში დავასრულოთ“, – განაცხადა გერმანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა.
უკრაინის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ იარაღის დასავლურ მწარმოებლებთან თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის აღორძინებას შეუწყობს ხელს.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე