ქალაქ კრასნოდარის თავზე აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსული ტელეგრამის არხები იტყობინებიან, რომ კრასნოდარის თავზე აფეთქებები ისმის. თვითმხილველები აქვეყნებენ ვიდეოებსა და ფოტოებს სავარაუდოდ რაკეტების კვალით.
ვიდეოებზე ისმის ხმები და და ჩანს ცაზე მოძრავი მანათობელი ობიექტები. ტელეგრამის არხ „ტიპიჩნი კარასნოდარს“ მოჰყავს ციტატა კრასნოდარის ერთიანი სამორიგეო-სადისპეტჩერო სამსახურის შეტყობინებიდან, რომლის თანახმადაც, „ადმინისტრაციულ ცენტრში მომხდარი აფეთქებებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვის დროით დაახლოებით 18 საათისთვის (თბილისის დროით 19 საათი) უკრაინის სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით ისროლეს მოდიფიცირებული რაკეტები S-200, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო აზოვის ზღვის თავზე. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ მოიპოვება.
კრასნოდარი აზოვის ზღვიდან დაახლოებით 80 კილომეტრზე მდებარეობს.
უკრაინის სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ სავარაუდო სარაკეტო იერიშის შესახებ.
ომის დაწყების შემდეგ კრასნოდარის მხარის წინააღმდეგ არაერთხელ განხორციელებულა იერიშები – როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის მხარეს მათზე კომენტარები არ გაუკეთებია. მაისის ბოლოს კრასნოდარში დრონი შეეჯახა შენობას და აფეთქება მოხდა. არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…