სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები სხვა მატარებელში გადაიყვანეს

სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები სხვა მატარებელში გადაიყვანეს.
როგორც მგზავრები აღნიშნავენ, ისინი საგზაო შემთხვევის შემდეგ, მატარებელში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
დიდუბე-ავჭალის იმ მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო შემთხვევის დროს „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაიღუპა, კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, თბილისი-ს მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ.
მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ს რეისიც გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?