“პრეზიდენტმა ოსიმენის ტრანსფერზე ეს გააკეთა და არაბებმა დე ლაურენტისი სასქესო ორგანოზე გაუშვეს” – კასანომ ნიგერიელის ტრანსფერსა და კონტეს ფაქტორზე ისაუბრა
Viva el Futbol-ის ეთერში ანტონიო კასანომ “ნაპოლიში” ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე ისაუბრა.
“დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლის და წლების შემდეგ ფულის დახარჯვა გადაწყვიტა. რაც შეეხება ოსიმენის ტრანსფერს, არაბები იდიოტები არ არიან.
მან ნიგერიელი ჯერ 130 მილიონი დააფასა, შემდეგ კი 5 მილიონით მეტი მოითხოვა, რაზეც არაბებმა ის სასქესო ორგანოზე გაუშვეს.
ახლა ის იჯარით წავიდა, მაგრამ მომავალ წელს იგივე პრობლემა იქნება. ლაურენტისს ჰგონია, რომ “ნაპოლი” მისია, არადა, ის ხალხის გუნდია.
მას ოსიმენი სკუდეტოს მოგების მერე უნდა გაეყიდა. ლაურენტისმა
სპალეტის აშენებული გუნდი დაანგრია და ახლა კონტესთან ფრთხილად უნდა იყოს. მას უნდა ახსოვდეს, როგორ წამოვიდა კონტე “იუვენტუსიდან” და “ინტერიდან”, – თქვა კასანომ.