“ჩელსისა” და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი მიხაილო მუდრიკი სასაცილო და უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვია.
მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ციტატა, რომელიც ცნობილ ავსტრალიელ პორნოვარსკვლავს, ანჯელა ვაითს ეკუთვნის.
“თუ არასწორი გადაწყვეტილების მიღება გინდა, ყველას აზრი მოისმინე”, – წერია ციტატაში.
როგორც ჩანს, ფეხბურთელმა არ იცოდა, ვის ეკუთვნოდა ეს ციტატა, რადგან კომენტარების წაკითხვისა და სიტუაციაში გარკვევის მერე ეს ფოტო მისი Instagram-გვერდიდან მალევე გაქრა.
ანჯელა ვაითი ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია ამ ჟანრში. ის 2020 წელს ზრდასრულთა ვიდეოინდუსტრიის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ვაითი ქალთა შორის როლის საუკეთესოდ
შესრულებისთვის დაჯილდოებაზე სამგზის გამარჯვებულია.