ლიანდაგზე ავარიის გამო, 3 სექტემბერს, თბილისი-ს 17:00-საათიანი რეისი გაუქმდა

ავარიის გამო, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, საქართველო რკინიგზა უახლოეს რეისს აუქმებს – 3 სექტემბერს, 17:00 საათზე მატარებელი თბილისიდან სკენ აღარ გავა.
რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუქმებული ბილეთების თანხას აანაზღაურებენ. კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ავარია დღეს, 3 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ბათუმიდან თბილისში მიმავალი, სავარაუდოდ, სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა. თუმცა, გარდაიცვალა რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი თბილისში უკვე შემოსული იყო, დაახლოებით დიდუბის ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?