გიგა ბოკერია – პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების, რომ პუტინისტური ხელისუფლება აღარ გვყავდეს – მეგობრები ვერ დაგვეხმარებიან, თუ ჩვენ არ ვიქნებით ფორმაში

როგორი სწორი ხედვაც არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მნიშვნელობაზე ჩვენს დიდი ხნის მეგობარ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ფიგურებს, თუ შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს მტრის და მათი მტრის ინტერესებით მოქმედებს, გარდაუვლად იწვევს დაშორებას – ვერ დაგვეხმარებიან, თუ ჩვენ არ ვართ ფორმაში, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, მ „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც
მაკკეინის ინსტიტუტი, ს ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
მისი თქმით, „პასუხისმგებლობა არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, რომ პუტინისტური ხელისუფლება აღარ გვყავდეს და გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს”.
„ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, მკაფიო გზავნილები და ეს ასეც არის და შემდეგ გვჭირდება, როცა ჩვენ ფორმაში ვიქნებით (დავიბრუნებთ ფორმას) სწრაფი გადაწყვეტილებები მთელი თავისუფალი სამყაროს და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ვგულისხმობ ნატო-ს, ევროკავშირის გაფართოებას და ბოროტების იმპერიის, ს და მისი მოკავშირე ტირანიების წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს შეკვრას. ამ პროცესში საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა ბოკერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან