თალიბანის მიერ ავღანეთში აკრძალული გაეროს მომხსენებელი კატარში შეხვდება ავღანელ ჯგუფებს

ავღანეთში ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს საგანგებო მომხსენებელი, რიჩარდ ბენეტი ამბობს, რომ კატარში ჩავიდა, რათა შეხვედრები გამართოს ავღანელი კაცების და ქალების “სხვადასხვა ჯგუფთან”, ისევე, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან – და მოისმინოს ცნობები ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე.
ავღანეთის დე-ფაქტო მმართველმა ძალამ, თალიბანმა, ბენეტს ავღანეთში შესვლა გასული თვის ბოლოს აუკრძალა და მას “პროპაგანდის გავრცელებაში” დასდო ბრალი.
ბენეტი გაეროს ამ თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაინიშნა და მას შემდეგ რამდენჯერმე ჩავიდა ავღანეთში. ის თალიბანს ბრალს სდებდა ადამიანის უფლებების დარღვევაში, განსაკუთრებით გოგონებთან და ქალებთან მიმართებით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ – დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს

შალვა პაპუაშვილი – სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან – კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს