რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი – დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, უკვე არსებობს ინფორმაცია დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ“, – აცხადებს ლისაკი.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ქალაქებში, დნიპროსა და ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)