Sberbank-ი ანთროპომორფული რობოტების შექმნაზე მუშაობს

Sberbank საკუთარი ანთროპომორფული რობოტების შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სტანისლავ კუზნეცოვმა განუცხადა.
,,ვადასტურებთ Sberbank-ის მიერ საკუთარი ანთროპომორფული რობოტების შემუშავებას. დასავლური კომპანიები ახლა აქ პირველები არიან, მაგრამ ჩვენ მიმართული ვართ ლიდერობისკენ ამ საკითხში”,- აღნიშნა კუზნეცოვმა.
Sberbank რამდენიმე წელია ვითარდება ხელოვნური ინტელექტის სფეროში და რობოტების დიზაინში. მაგალითად, ბანკს უკვე აქვს რობოტი სადეზინფექციო ფუნქციით, რომელიც შექმნილია შენობების დეზინფექციის ავტომატიზაციისთვის, ასევე რობოტი სომელიე ღვინის წარდგენისა და გაყიდვისთვის. თუმცა, ისინი ჰუმანოიდები არ არიან.