აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში საპარლამენტო ტარდება, პირველად მას შემდეგ, რაც ბაქომ მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გასულ შემოდგომაზე რეგიონის სომეხი მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა, დატოვა ანკლავის ტერიტორია.

არჩევნები ვადაზე ადრე ტარდება. პრეზიდენტ ს პარტია ”ახალ აზერბაიჯანსა“ და მისი მოკავშირეებს დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და აცხადებს, რომ ისინი არც ერთ შემთხვევაში თავისუფლად და პატიოსნად არ ჩატარდება. კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ „მუსავატმა“ მოახერხა 25 კანდიდატის რეგისტრაცია. სულ აზერბაიჯანში 125 დეპუტატი უნდა აირჩიონ.
ოპოზიციის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მათ საარჩევნო უბნებზე სავარაუდო “კარუსელები” და საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა დააფიქსირეს. ვიდეოს აქვეყნებს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური. ხელისუფლება დარღვევების შესახებ ცნობებს უარყოფს.

არჩევნებს ეუთოს წარმომადგენლებიც აკვირდებიან. თუმცა პირველად არჩევნებზე არ მიიწვიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები. BBC-ი ასევე აღნიშნავს, რომ “არჩევნები ტარდება აზერბაიჯანში ისეთ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რეკორდული რაოდენობაა”, ხოლო ცოტა ხნის წინ არაერთი ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს.

საპარლამენტო არჩევნები ტარდება ვადაზე ადრე, ისევე როგორც აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც თებერვალში, ოფიციალური მონაცემებით, ილჰამ ალიევმა მიიღო ხმების 92%-ზე მეტი. ის უკვე 20 წელზე მეტია ფლობს ძალაუფლებას ნავთობით მდიდარ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მამის ჰეიდარ ალიევის მემკვიდრე გახდა.
ფორუმი