“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში მანჩესტერ კლუბში საკუთარი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.
ნიდერლანდელის თქმით, “მანკუნიანელთა” ფანები კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით, “იუნაიტედმა” “სიტის” შემდეგ, ყველაზე მეტი ტიტული მოიგო.
“ბოლო 2 წლის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “სიტის” შემდეგ, ყველაზე მეტი ტიტული მოიგო. ეს რეალობა და ფაქტია. გვინდა წელსაც ბევრი ტიტული მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
კლუბი უნდა ავაშენო, ახალგაზრდა ფეხბურთელები მოვიყვანოთ და ისინი განვავითაროთ. სხვა რა შემიძლია გავაკეთო? როგორც ვიცი, “იუნაიტედის” ფანები კმაყოფილნი არიან.
ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ. კლუბი, პერსონალი და გუნდი. უდიდესი პოტენციალი გვაქვს. ახლა კი ბევრი უნდა ვიმუშავოთ და დასახულ მიზნებს მივაღწიოთ”, – განაცხადა ტენ ჰაგმა.