სერია A-ს მესამე ტურში “ნაპოლისა” და “პარმას” (2:1) მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” შემტევი დავიდ ნერეში დააყაჩაღეს.
შეხვედრის შემდეგ ბრაზილიელი მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მძარცველებმა მანქანის შუშა ჩაამსხვრიეს და იარაღის მუქარით საათის მოხსნა მოსთხოვეს, რაც ნერეშმა უმალვე გააკეთა და მძარცველებს გადასცა.
ნერეშმა ინციდენტის შესახებ პოლიციას აცნობა და თავის სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც ბრაზილიელს გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებმაც მომხდარის შესახებ არ იცოდნენ და დავიდს ავტოგრაფებს სთხოვდნენ.
მომხდართან დაკავშირებით ფეხბურთელის მეუღლემ საკუთარ “ინსტაგრამგვერდზე” განცხადება გამოაქვეყნა.
“დავიდს სურს, რომ გულშემატკივრებს, რომლებიც სასტუმროსთან ელოდებოდნენ ბოდიში მოუხადოს. მატჩის შემდეგ,
სტადიონის დატოვებისას, ორმა მამაკაცმა მის მანქანას ესროლა და იარაღის მუქარით საათი წაართვეს”, – დაწერა ნერეშის მეუღლემ.