ნიდერლანდები უკრაინას 28 ჯავშანმანქანას გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას 28 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუბელ ბრეკელმანსი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“უკრაინას, რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება. ნიდერლანდები მას ახლა 28 ჯავშანმანქანას აწვდის. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავაც გრძელდება”, – იუწყება მინისტრი და იმასაც აზუსტებს, რომ ამისთვის უკრაინელი სამხედროები ნიდერლანდელმა საზღვაო ქვეითებმა გადაამზადეს.
