კიტეიშვილის ეფექტური გოლი და საგოლე გადაცემა – “შტურმმა” ისევ მოიგო და გალიდერდა [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ტიროლი“ 4:2 დაამარცხა.
სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა თავურით სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში „შტურმი“ დომინირებდა, კიტეიშვილის პასით 18 წლის ლუკას გრგიჩმა ანგარიში გაათანაბრა, მერე მან გრაცული გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში ტოჩი ჩუკვუანიმ დააფიქსირა.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა sofascore-მ 9.3 ქულით, flashscoreმ კი 8.6 ქულით შეაფასა.
„შტურმმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ჯერჯერობით 12 ქულით ლიდერია და 14 სექტემბერს ვენაში „აუსტრიას“ დაუპირისპირდება.
შტურმი – ტიროლი 4:2