მამუკა მდინარაძე – სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა “სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაცია გაუქმოს, ეხმაურება.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მდინარაძე წერს, „სირცხვილიაზე“ ბულინგმა გაიმარჯვა.
„სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე” გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“, – წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ, 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებული რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, მოძრაობამ მეორე დღეს, 31 აგვისტოს, კვლავ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი თანამდებობა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე