რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ მან თაღლითობის ბრალდებით თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, პაველ პოპოვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამავე განცხადების თანახმად, რუსეთის არმიის გენერალი პოპოვი დაკავებულია.
პოპოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე 11 წელი მსახურობდა, ივნისში გაათავისუფლეს. ის ეჭვმიტანილია 2021-24 წლებში მოსკოვის სიახლოვეს სამინისტროს “პატრიოტთა პარკის” საქმიანობის ზედამხედველობისას თაღლითური საქმიანობით გამდიდრებაში.
გამომძიებლები ამბობენ, რომ პოპოვი ამ უკანონო ნაბიჯებს “პატრიოტთა პარკის”დირექტორ ვიაჩესლავ ახმედოვთან და სამინისტროს ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან – გენერალ-მაიორ ვლადიმირ შესტეროვთან ერთად დგამდა.
ახმედოვიცა და შესტეროვიც აგვისტოში გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, პოპოვს ბრალი ედება იმაშიც, რომ “პატრიოტთა პარკისთვის” გამოყოფილი თანხები მოსკოვთან ახლოს მდებარე საკუთარ ქონებაზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესაკვეთად და დასაფინანსებლად გამოიყენა.
მაისში, ვლადიმირ პუტინის მიერ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის უწყების არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეს, მეტწილად – კორუფციის ბრალდებებით.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად