“საქართველომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ” – სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ მხრივ არსებული ვითარებაა განხილული. ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოს სასაზღვრო დაცვის გაძლიერება სჭირდება.
“იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ…სასაზღვრო პოლიცია პატრულირების გზით აკონტროლებს საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან, რომელთაგან დაახლოებით 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია – არაადეკვატურია მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებლად. რის შედეგადაც, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მაღალ სიმაღლეზე მდებარე მონაკვეთები ვერ იქნება დაცული ზამთრის თვეებში, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღია მდგომარეობაში ტოვებს” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ