მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უკვე აზომილია 612 609 მიწის ნაკვეთი

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მიწის რეფორმის ფარგლებში უკვე აზომილია 612 609 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 194 530 ჰა და რეგისტრირებულია 482 190 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 173 272 ჰა.
ამავე ცნობით, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, 6,4 მლნ ლარს შეადგენს. ამ თანხაში ასევე გათვალისწინებულია ამზომველთა გადამზადება-ტრენინგებისა და 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრების ხარჯები.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წელს დაიწყო. მოქალაქისათვის მიწის დარეგისტრირება უფასოა და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.