ვაშლიჯვარში ავარიული კორპუსის მშენებელს ბრალი წაუყენეს

ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება ვაშლიჯვარში ერთ-ერთი კორპუსის მშენებელს. პროკურატურის ინფორმაციით, არზაყან ემუხვარის ქუჩაზე, შპს „თორის“ კორპუსი 2019 წელს უხარისხოდ და კანონით დადგენილი წესების დარღვევით აშენდა.
კორპუსიდან 52 ოჯახი 2024 წლის მაისის ბოლოს იმის გამო გაასახლეს, რომ მზიდ კედლებზე მოსახოებამ ბზარები შენიშნა. კორპუსი საცხოვრებლად უვარგისი იყო – მერიამ კი მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხარჯით დაქირავებულ ბინებში გადაიყვანა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის, რომელიც კომპანიის დირექტორია, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს აშენებულ კორპუსში, მზიდ კედლებზე ბზარები ჯერ კიდევ 2022 წელს გაჩნდა, მოგვიანებით კი ბეტონის რღვევა დაიწყო:
„კორპუსის მზიდ კონსტრუქციაში გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რასაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის დადგენილებასა და სამშენებლო ნორმებთან. კორპუსის დეფორმაციები ძალიან მძიმე დაზიანებათა ხარისხს განეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია“.
გამოძიების გამოთვლით 52-მა მოქალაქემ ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი