“რეალი” “ლას პალმასთან” მარცხს გადაურჩა [VIDEO]

ლა ლიგის მესამე ტურში “რეალი” “ლას პალმასს” ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე ალბერტო მოლეირომ გახსნა. მადრიდელები გააქტიურდნენ, თუმცა პირველ ნახევარში ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმი კვლავ “ბლანკოსის” უპირატესობით წარიმართა და 69-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა.
მადრიდის “რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მესამე ადგილს იკავებს, კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 1-ელ სექტემბერს, “ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს.
“ლას პალმასი” 2 ქულით მე-16 ადგილზეა, ლუის დელგადოს გაწვრთნილი გუნდი 1-ელ სექტემბერს, “ალავესს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ