ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით, კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ალ აჰლი” და “ნაპოლი” ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, არაბული კლუბი “პარტენოპეის” ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ოსიმენი კი “ალ აჰლისთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით კი 25-30 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.
ამ შეთავაზებაზე ოსიმენის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ “ალ აჰლი” ვიქტორის მთავარ მოთხოვნას, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადებასაც დათანხმდა.
რომანოს ცნობით, არაბული კლუბი ოსიმენს სამედიცინო შემოწმებაზე ელოდება.
შეგახსენებთ,
ფეხბურთელით “ჩელსიც” ინტერესდება, თუმცა “ლურჯებს” ოსიმენის დამატება მხოლოდ იჯარის წესით სურთ.