92 ამერიკელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ოთხშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა კიდევ 92 ამერიკელს აეკრძალება. მათ შორის არიან “ნიუ-იორკ თაიმსის”, “ვაშინგტონ პოსტის”, “უოლ სთრით ჯორნალის” ჟურნალისტები და ამერიკის მთავრობის რამდენიმე სხვა ოფიციალური პირი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს აკრძალვა იმ “რუსოფობიული კურსის” პასუხად გამოიყენეს, რაც “ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს მოსკოვის სტრატეგიული დამარცხების გაცხადებული მიზნით”.
“ჩვენ შევახსენებთ ამერიკის ახლანდელ ხელისუფლებას, რომ მტრულ ქმედებებზე სასჯელი გარდაუვალია”, – განაცხადა სამინისტრომ.
დიპლომატიური უწყების განმარტებით, ჟურნალისტები წარმოადგენენ “წამყვან ლიბერალურ-გლობალისტურ გამოცემებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთისა და რუსული შეიარაღებული ძალების თაობაზე ყალბი ამბების შექმნასა და გავრცელებაში.
“უოლ სთრით ჯორნალის” მთავარი რედაქტორი ემა ტაკერი, ვინც რუსეთს ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის დაპატიმრების გამო აკრიტიკებდა, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულთა შორისაა. “პუტინის რეჟიმი აბსურდულად თანმიმდევრულია მის ყოვლისმომცველ თავდასხმაში თავისუფალი მედიისა და სიმართლის წინააღმდეგ. სამიზნეების ეს სასაცილო სიაც არაა გამონაკლისი”, – თქვა ჟურნალის პრეს-სპიკერმა. გერშკოვიჩი გასულ თვეში რუსეთსა და დასავლურ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?