“ჯიგრებმა დაგეგმეს მარტივი ამბავი და ჩვენც სისულელეს ავყევით – ნუ ყვებით ქოცებს ერთსვლიან კომბინაციებში” – ლევან ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
ქართულ ოცნებას, ისეთივე წარმატებით, როგორც ახლა ამტკიცებს რაღაც სიგიჟეებს, შეუძლია ამტკიცოს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, მოახდენს მარსის კოლონიზაციას, მკვდრეთით აღადგენს დიეგო არმანდო მარადონას და 2028 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდება ბადროს ტყორცნაში.
მე იმაზე მეშლება ნერვები, ამდენი ადამიანი სერიოზულად რომ არჩევთ, თუ რას იზამენ ქოცები, საკონსტიტუციო რომ აიღონ. სპეციალურად ლაპარაკობენ მაგ სიგიჟეებს. სპეციალურად! იმის მაგივრად, ვიმსჯელოთ, ქოცები არჩევნებს წააგებენ, თუ არა, ვმსჯელობთ საკონსტიტუციოს აიღებენ თუ არა. და ვაიდა აიღონ, მერე თურმე რა აპოკალიფსი გვემუქრება! ჯიგრებმა დაგეგმეს მარტივი ამბავი და ჩვენც სისულელეს ავყევით. ეგაა მთელი მაგ პროპაგანდისტული მესიჯების მიზანი. ნუ ყვებით ქოცებს ერთსვლიან კომბინაციებში. ცოტა ტეხავს უკვე… პ.ს. ქოცები გაასხამენ ამ არჩევნებს, გაასხამენ სასტიკად, თუ ყველა ჩვენგანი დაიჯერებს, რომ ქოცების გა&₾&ნება ჯასთ უბანზე მისვლის და ტექნიკის ამბავია. ამიტომაცაა, რომ ასე აქამდე არასდროს სდომებია ივანიშვილს, ხალხი დაარწმუნოს, რომ არჩევნებს მაინც გააყალბებს და რასაც უნდა იმას დაიწერს. ნუ ეხმარებით ქოცებს ნიჰილიზმის თესვაში.
აი, ჩემს ფეხებს დაიწერს და ჩემს ფეხებს გააყალბებს, ხალხი ხმის მისაცემად თუ მივა მასიურად!