დიდთოვლობის გამო, მიუნხენის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა

DW-ს ცნობით, გერმანიაში, მიუნხენის აეროპორტში, დიდთოვლობის გამო, ღამის განმავლობაში ათობით რეისის გადაიდო – აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა. როგორც გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA აღნიშნავს, შაბათისთვის დაგეგმილი 760 რეისიდან დაახლოებით 320 გაუქმდა.
შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხანგრძლივი თოვლი შაბათს, შუადღის ჩათვლით, ბავარიის დიდ ნაწილზე გავრცელდება. მოსალოდნელია 30-40 სანტიმეტრის თოვლი.