საქართველოს საბანკო ასოციაციამ და სომხეთის ბანკების გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ და სომხეთის ბანკების გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ორი ქვეყნის საბანკო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
სომხეთის ბანკების გაერთიანების თავმჯდომარე დანიელ აზატიანი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქრისტინე ბეგლარიანი საქართველოს ესტუმრენ, შეხვედრას საქართველოს საბანკო ასოციაციამ უმასპინძლა.
საქართველოს საბანკო ასოციაციის გუნდმა სტუმრებს ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნო. მონაწილეები ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და ბიზნეს პარტნიორობების გაფართოვებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა იმ გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს, რომელშიც საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონის მასშტაბით მოწინავეა – მათ შორისაა გაციფრულება, კიბერუსაფრთხოება, ღია ბანკინგი, ESG, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.
2024 წელს საქართველოს საბანკო ასოციაციას თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მიზნით რამდენიმე სხვა ქვეყნის ასოციაციაც ესტუმრა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!