ისრაელის თავდაცვის ძალები პალესტინელებს მოუწოდებს, რომ ჩრდილოეთ ღაზას აქტიური საბრძოლო ზონები დატოვონ

ისრაელის თავდაცვის ძალები პალესტინელებს მოუწოდებს, რომ ჩრდილოეთ ღაზას აქტიური საბრძოლო ზონები დატოვონ, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერი, ვიცე-პოლკოვნიკი ავიჩაი ადრეი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები ახალი საევაკუაციო რუკის გამოყენებით, რომელიც ღაზას სექტორს ასობით მცირე ზონად ყოფს, პალესტინელებს მოუწოდებს, რომ მათთვის ცნობილ თავშესაფრებში გადაინაცვლონ.
ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი სპიკერის ცნობით, ღაზას მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს რუკის მიხედვით განსაზღვრული ზონების ნომრებს და დაელოდონ მომავალ შეტყობინებებს.