ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო: რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს

რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.

„ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები რაღაც ზოგადი კონტექსტისგან განცალკევებული არ არის. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს“, – განაცხადა ნიინისტომ.

„მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არა მხოლოდ ფინეთში, არამედ ევროპაშიც იწვევს. ეს შეიძლება უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად, სულ მცირე, ორი კვირით დაკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ