გიორგიმ ევრო 2024-ზე დაამტკიცა, რომ ამ თაობის საზომი ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა – შოთა არველაძე მამარდაშვილის ტრანსფერზე

შოთა არველაძე „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის გადასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს მიაჩნია, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი, ზოგადად, ამ თაობის დიდი პოტენციალის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე, როგორც ათწლეულების წინ ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში იყო.
მამარდამ თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ „ლივერპულის“ დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა.
წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი „ვალენსიაში“ გამორჩეულ მატჩებს ველოდებით“, – წერს .
1tv.ge