მამუკა გამყრელიძე: ჩინეთი არასდროს დაიჭერს საქართველოს მხარეს რუსეთის საპირისპიროდ

“გუშინ მოვისმინე, რომ მავანნი საქართველოში ფიქრობენ “ჩინეთის მზარდი მხარდაჭერით რუსეთთან დალაგებას.” მეტიც, შესაძლებელია ასეთი გეგმა საგარეოშიც არსებობდეს.
რბილად, რომ ვთქვათ უკიდურესად აბსურდული გეგმაა და სრულიად ცრუ იმედი.
1. რუსეთთან “დალაგება” შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, უნდა იქცე მის ვასალად და ამ შემთხვევაშიც, მათი მხრიდან ს და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება გამორიცხულია;
2. ჩინეთი არასდროს დაიჭერს საქართველოს მხარეს ს საპირისპიროდ. ვისაც ეს არ ესმის უბრალოდ არ იცის ჩინეთის სპეციფიკა. ჩინეთი გამოგიყენებს ლოგისტიკის სახით, შეეცდება მიიღოს მაქსიმალური ბენეფიტები, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური, მაგრამ თითსაც არ გაანძრევს მხარდასაჭერად როცა საქმე რუსეთთან ურთიერთობებს შეეხება;
3. თუ ხელისუფლებისგან წამოვა ეს მესიჯი, რომ ჩინეთისგან რუსებთან ურთიერთობაში მხარდაჭერას ელიან იცოდეთ, ეს მორიგი ტყუილია,” –  წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, .