ფინეთის პრეზიდენტი – რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს

რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.
„ფინეთის წინააღმდეგ ს ქმედებები რაღაც ზოგადი კონტექსტისგან განცალკევებული არ არის. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს“, – განაცხადა ნიინისტომ.
„მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არა მხოლოდ ფინეთში, არამედ ევროპაშიც იწვევს. ეს შეიძლება უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად, სულ მცირე, ორი კვირით დაკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება