სოფელ ახაშენში, მამაკაცის მიერ ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობის ფაქტზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო.
„დილით ვნახე ყველა ერთად. სახლში რემონტი ჰქონდათ, აბაზანას არემონტებდნენ. ხელოსანი ამ კაცის მეგობარი იყო. ცოლი სხვაგან იყო და სოფელში დილით ჩამოვიდა. შუადღეს ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ მეგობარი, რომელიც მათ სახლში ხელოსნად მუშაობდა, აბაზანაში გარდაცვლილი იყო. ცოლის ძებნა დავიწყეთ და ისიც სამზარეულოში იყო გარდაცვლილი. მერე გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს მოკლული, ისიც ამ კაცის მეგობარი. ხშირად ეჭვიანობდა ცოლზე, არადა ისეთი კარგი გოგო იყო… ამბობენ, თავადაც თავი მოიკლაო, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცით. შოკში ვართ ყველა. ორი შვილი დარჩათ“, – ამბობენ ადგილობრივები.
სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ