დიდი ბრიტანეთის პრემიერი – რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილავენ თუ არა ისინი უკრაინისთვის გადაცემულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, მას იარაღს ვაწვდით და მხარს ვუჭერთ. ახალი ან განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება არ მომხდარა. აშკარა მიზეზების გამო, იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ტაქტიკური საკითხების განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებები არ მიღებულა“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია ევროპაში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მხარდამჭერად რჩება და ამ მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ