ისრაელის თავდაცვა – ღაზაში საჰაერო იერიში 400-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ

ღაზაში საჰაერო იერიში 400-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა მეჩეთზე, რომელსაც პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“, ოპერაციულ შტაბად იყენებდა. ჯარების სამიზნეს „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა და საბრძოლო მასალის საცავები წარმოადგენდა.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ხან-იუნისის რაიონში 50-ზე მეტი სამიზნე საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა.
შეგახსენებთ, ღაზაში საბრძოლო მოქმედებები 1-ელ დეკემბერს განახლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება